PowerMax
მოგესალმებით! ფიტნეს კლუბ „PowerMax“-ის (შემდგომში — „კლუბი“) წევრად რეგისტრაციამდე გთხოვთ, გაეცნოთ შემდეგ წესებს.
1. შესავალი
რეგისტრაციისას „ვეთანხმები კონტრაქტს“ მონიშვნით კლუბის წევრი თანხმობას აცხადებს, დაიცვას და შეასრულოს წინამდებარე წესები და პირობები.
2. წევრის ჯანმრთელობის გარანტია
კლუბის წევრი გარანტიას იძლევა და აცხადებს, რომ ის არ არის შეზღუდული შესაძლებლობების, არ არის ავად და არ იმყოფება იმ მდგომარეობაში, რომელიც ხელს შეუშლის ვარჯიშების შესრულებაში, არ არის ალკოჰოლური (და სხვა ნივთიერებების) თრობის ქევშ, არ იმყოფება ნაბახუსევზე და რომ ვარჯიში არ მიაყენებს ზიანს და არ მოახდენს უარყოფით ზემოქმედებას მის ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებაზე ან ფიზიკურ მდგომარეობაზე. კლუბის წევრისთვის ცნობილია და ის თანახმაა, რომ:
2.1. კლუბის წევრის მიღებისას კლუბი დაეყრდნობა წევრის ზემოთ აღნიშნულ განცხადებას და გარანტიას და არ არის ვალდებული, განახორციელოს რაიმე სახის ფიზიკური ფორმის შეფასება ფიზიკური მდგომარეობის განსაზღვრისთვის.
2.2. კლუბი არ აგებს პასუხს რაიმე ზიანზე, რომელიც განპირობებულია კლუბის წევრის რაიმე სახის ავადმყოფობით ან მდგომარეობით, რომელზეც ვარჯიშებმა შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს მის ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებაზე ან ფიზიკურ მდგომარეობაზე, თუ ის შეასრულებს ასეთ სავარჯიშოებს ან მონაწილეობას მიიღებს მათში. თითოეულმა კლუბის წევრმა უნდა გაიაროს კონსულტაცია ექიმთან ვარჯიშის დაწყებამდე ან გაგრძელებამდე, თუ ამის სამედიცინო ჩვენება არსებობს.
2.3. კლუბი პასუხს არ აგებს წევრის მდგომარეობაზე, რომელიც გამოწვეულია სპორტული კვების ან საკვები დანამატების გამოყენებით. წევრი კისრულობს ვალდებულებას, გაიაროს კონსულტაცია ექიმთან საკვები დანამატების გამოყენებამდე.
3. კლუბის წევრების დაშვება
კლუბის წევრზე გაიცემა დაშვების ბარათი ან QR კოდი, რომლებიც საშუალებას აძლევს მას, შევიდეს კლუბის ტერიტორიაზე და ისარგებლოს აღჭურვილობით. კლუბის წევრი თანახმაა, არ მისცეს სხვა პირს თავისი ბარათით ან QR კოდით შესვლის ნება და არ დაუშვას, რომ მასთან ერთად სხვა პირი შევიდეს შენობაში. თუ კლუბის წევრი დაარღვევს დაშვების რომელიმე პირობას, მას შეიძლება გაუუქმდეს წევრობა ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. ბარათის შეცვლის ღირებულება განისაზღვრება მიმდინარე ტარიფის შესაბამისად. კლუბის წევრად გახდომისას პირს შეიძლება გადაუღონ ფოტო, რომელიც უსაფრთხოებისა და მონიტორინგის მიზნებისთვის გამოიყენება.
3.1 კლუბის წევრი ვალდებულია ვიზიტისთვის იქონიოს სუფთა გამოსაცვლელი ფეხსაცმელი (საგარეო ფეხსაცმლით პირი არ დაიშვება სავარჯიშო სივრცეში) და პირსახოცი (ინვენტარზე გამოსაყენებლად). დაიცვას პირადი ჰიგიენის ნორმები
4. აღჭურვილობის გამოყენება
ვთხოვთ კლუბის წევრებს, ვარჯიშის დასრულების შემდეგ ადგილზე დააბრუნონ, ჰანტელები და ნებისმიერი სხვა სავარჯიშო აღჭურვილობა (ბლინები, ხელსაკიდები, გირები და ა.შ.).
5. ონლაინ გადახდა და ავტომატური განახლება
5.1. აბონემენტის ონლაინ შეძენისას გადახდა ხორციელდება საქართველოს ბანკის გადახდის გვერდზე. კლუბი ბარათის მონაცემებს არ ინახავს.
5.2. თუ წევრი შეძენისას მონიშნავს „ავტომატური განახლება ყოველ თვე“-ს, ბანკი შეინახავს მის ბარათს და ყოველ თვე, აბონემენტის დასრულებამდე დაახლოებით 2 დღით ადრე, მისგან ჩამოიჭრება აბონემენტის სრული ფასი, სანამ წევრი განახლებას არ გააუქმებს. ერთგულების ფასდაკლება, თუ ის წევრს ეკუთვნის, გადახდის შემდეგ ბარათზე უბრუნდება.
5.3. ავტომატური განახლების გაუქმება წევრს ნებისმიერ დროს შეუძლია თავის პროფილში, პორტალზე ან აპლიკაციაში. გაუქმების შემდეგ ბარათიდან აღარაფერი ჩამოიჭრება, მიმდინარე აბონემენტი კი უცვლელი რჩება.
5.4. თუ ბარათიდან თანხის ჩამოჭრა ვერ მოხერხდა, ავტომატური განახლება ჩერდება და წევრს ამის შესახებ ეცნობება SMS-ით.
6. კარადები
კარადები ხელმისაწვდომია და განთავსებულია გასახდელებში. წევრი ვალდებულია, ყურადღება მიაქციოს პირად ნივთებს. კლუბის თანამშრომლები და კონტრაქტორები პასუხს არ აგებენ პირადი ნივთების დაკარგვაზე. კარადები არ წარმოადგენს ნივთების უსაფრთხოდ შენახვის საშუალებას. შესაბამისად, წევრი ვალდებულია, კლუბის მომსახურებით სარგებლობისას თან იქონიოს ყველა ფასეული ნივთი. წინააღმდეგ შემთხვევაში კლუბი პასუხს არ აგებს ასეთი ნივთების დაკარგვაზე ან/და დაზიანებაზე.
7. პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე თანხმობა
7.1. წინამდებარე კონტრაქტზე დათანხმებით წევრი თანხმობას აცხადებს, რომ კლუბმა, ასევე მისმა პარტნიორმა ორგანიზაციამ/ორგანიზაციებმა, დაამუშაოს მისი პერსონალური მონაცემები, კერძოდ სახელი, გვარი,დაბადების თარიღი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და მის მიერ მოწოდებული სხვა პერსონალური და საკონტაქტო მონაცემები, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის და აღნიშნულ საკონტაქტო მონაცემებზე SMS-ისა და ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიაწოდოს ინფორმაცია კლუბსა და მის პარტნიორ ორგანიზაციებში არსებული, დაგეგმილი ან/და სამომავლო შეთავაზებების, რეკლამების, ფასდაკლებების, აქციებისა და ღონისძიებების შესახებ, ასევე საინფორმაციო შინაარსის შეტყობინებები.
7.2. წევრისთვის ცნობილია, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია უარი თქვას და უკან გამოითხოვოს წინამდებარე დოკუმენტით გაცხადებული თანხმობა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. უარის განცხადება შესაძლებელია წერილობით, იმავე კომუნიკაციის საშუალებით, რომლითაც წევრი ინფორმაციას იღებს.
8. წევრის უფლებები
კლუბის წევრობა წევრს უფლებას აძლევს, ივარჯიშოს შეძენილი აბონემენტით განსაზღვრული ვადით და პირობებით.
9. წევრის ვალდებულებები
კლუბის წევრი ვალდებულია:
9.1. დაიცვას კლუბის ყველა წესი და წინამდებარე კონტრაქტის პირობები;
9.2. გადაიხადოს ყველა შეთანხმებული საფასური;
9.3. წინასწარ აცნობოს კლუბს, თუ არსებობს რაიმე სახის დაავადება ან რისკი მისი ჯანმრთელობისთვის.
10. აკრძალული მოქმედებები
შენობაში აკრძალულია მოწევა, ალკოჰოლის მიღება და ნარკოტიკების (მათ შორის სტეროიდების) მოხმარება, ასევე რაიმე სახის იარაღის შეტანა. კლუბის წევრი თანახმაა, არ განახორციელოს რაიმე მოქმედება კლუბის შენობაში ისეთი ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ, რომლებსაც შეუძლია დააქვეითოს აღჭურვილობის მართვის უნარი.
11. შეწყვეტა
კლუბის წევრობა შეიძლება შეწყდეს ვადამდე წევრის ხანგრძლივი ავადმყოფობის ან ფიზიკური მდგომარეობის გამო. კლუბი უფლებას იტოვებს, შეწყვიტოს წევრის კონტრაქტი შემდეგ შემთხვევებში:
11.1. წევრის შეუსაბამობა წესებში ან/და კონტრაქტში მითითებულ რომელიმე კრიტერიუმთან;
11.2. კლუბის წევრის ან კლუბის თანამშრომლების (ან კონტრაქტორების) საჩივრის საფუძველზე.
12. აბონემენტის საფასურის დაბრუნება და დაპაუზება
კლუბის წევრის მოთხოვნის საფუძველზე საბანკო ანგარიშზე შესაძლებელია დაბრუნდეს მხოლოდ ფასდაუკლებელი ტარიფით შეძენილი აბონემენტის საფასური. ამ შემთხვევაში გადახდილ თანხას აკლდება თითოეული დაფიქსირებული ვიზიტის ღირებულება ერთჯერადი ვიზიტის მიმდინარე ტარიფით. დაბრუნება ხდება მოთხოვნიდან და საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების წარდგენიდან 7 (შვიდი) სამუშაო დღის ვადაში. აბონემენტის დაპაუზება შესაძლებელია აბონემენტის პირობებით განსაზღვრული დღეების ფარგლებში.
13. პასუხისმგებლობა
კლუბი არ აგებს პასუხს მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით კონტრაქტის პირობების შეუსრულებლობაზე.
14. მარეგულირებელი კანონმდებლობა
კონტრაქტი და მასში მითითებული ყველა დოკუმენტი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
„ვეთანხმები კონტრაქტს“ მონიშვნით ვადასტურებ, რომ წავიკითხე კონტრაქტი, ჩემთვის გასაგებია ყველა პირობა და ვეთანხმები მათ.